მაია ცქიტიშვილი „ნაცმოძრაობის“ წევრების დაკავებაზე – ეს არ არის ოპონენტების დევნა – ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე

კულტურა

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დაკავება პოლიტიკური დევნა არ არის.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ოპონენტების დევნა. როგორც შსს-მ განმარტა, ეს პირები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და მგონი ერთ საათში და კიდევ უფრო ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გუშინ, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და პარტიის წევრები: ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. გიორგი პატარაია მალევე გაათავისუფლეს. ასევე გათავისუფლებულია ანა წითლიძე, ჩხეტია კი ამ დრომდე დაკავებულია.

როგორც შსს -ში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პოლიციელებს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

iPN