აჰმედ იმამკულიევი : „მერიასთან ხალხის ურთიერთობა შეწყვეტილია“.

მანშეტი პოლიტიკა

მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის მოსახლეობის დაახლოებით 90 პროცენტი აზერბაიჯანელებია, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა აზერბაიჯანულ ენასთანაა დაკავშირებულია.

ამის შესახებ მარნეულში “ევროპული საქართველოს” მარნეულის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევმა Nsa.ge- ს განუცხადა.

მისი თქმით, დღესდღეობით მარნეულის მერიაში ყველა საქმიანობა სახელმწიფო ენაზე ხორციელდება და აქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები არ არის გატვალისწინებული.

„ მთავრობამ ამ საკითხს ყურდაღება არ აქცევს. მერიის მხრიდან გამოქვეყნებული ყველა ინფორმაციები მხოლოდ სახელმწიფო ენაზეა. იმის გამო, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ენის ბარიერი არსებობს, მოქალაქეებს არ შეუძლიათ დაუკავშირდნენ მერიას და შეატყობინონ თავიანთი პრობლემები. ამ მიზეზის გამო მერიასთან ხალხის ურთიერთობა შეწყვეტილია. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მერია სახელმწიფო ენაზე უნდა იმოქმედოს. მე ვეთანხმები ამას, მაგრამ ჩვენ , როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და მუნიციპალიტეტში საქმიანობის 2 ენაზე , წარმოება კანონით ჩვენი მოთხოვნაა და არ იზღუდება “.

როგორც აჰმედ იმამკულიევმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების სამოქმედო გეგმები მზად არის. აღნიშნული ენის პრობლემის საკითხიც გეგმაშია ჩასმული.

იმამკულიევი აცხადებს, რომ მან მერიის საქმინაობის 2 ენაზე განხორციელების უზრუნველყოფისთვის ახალი ინიციატივები მოამზადა.

პარტიის წევრის განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა განათლების კუთხითაა.

„ ჩემი და ჩემი ჯგუფის ძირითადი პრიორიტეტი საგანმანათლებლო სისტემაა. განათლება ბაგა ბაღებიდან იწყება.მარნეულში არსებული ბაგა ბაღებს რემონტი, ხოლო სკოლებს რებილიტაცია და მშენებლობა ესაჭიროება. ამიტომ აღნიშნული საკითხები ჩვენი ყურადღების ცენტრში იქნება“.

აჰმედ იმამულიევმა 30 წლის განმავლობაში მარნეულიდან მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენის არ არსებობაზე ხელისუფლების მიერ მიდგომა გააკრიტიკა.

„ ეს ჩვენი გენეტიკით დაკავშირებული არ არის. ისტორიაც დაამთკიცა, რომ ბორჩალოში ყოველთვის ცნობილი სპორტსმენები გამოვიდა და სხვა ქვეყნებში საქართველო გააცნეს. ბორჩალოელი ძლიერი, ცნობილი სპორტსმენს ზაბიტ სამედოვს საქართველომ ვერ დაიცვა. ეს ყველაფერი ჩვენი ერის მიმართ მთავრობის გულგრილობიდან და არასწორი მიდგომიდან გამომდინარეა. დღესდღეობით არც მარნეულში, არც სხვადასხვა სოფლებში თითქმის ნორმალურ მდგომარეობაში სპორტის დარბაზები არ არის. მწვრთნელები სპორტსმენებს „ პადვალებში“ ამზადებენ. სოფლებში კი საერთოდ სპორტული დარბაზები არ არსებობს“.

კანდიდატის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში გეგმების განხორციელებისას ამ პრობლემებს გაითვალისწინებს და ახალი სპორტული დარბაზები, საფეხბურთო სტადიონები აშენდება.

მოგახსენებთ, რომ პარტიის სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც პარტია შეიმუშავა და არსებულ ვითარებაში მის გგანხორციელებას მოახდენს.

პარტიის წევრმა განაცხადა, რომ მარნეულში ჯერ კიდევ წყლის პრობლემა არსებობს და ამ საკითხზე მას ახალი ინიციატივები აქვს.

კანდიდატმა სხვა პოლიტიკოსებს ხალხის გვერდით ყოფნას და არა პარტიის გვერდით ყოფნას მოუწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან ხშირად შეხვედრებს მართავს.

მივდივართ იმ სოფლებში, სადაც ჩვენი ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ვუსმენთ მათ პრობლემებს და ვტავაზობთ თუ როგორ უნდა მოგვაროთ აღნიშნული პრობლემები.

NSA.GE
ნაჰიდ ყურბანოვი