ბათუმის საკრებულოში დაპირისპირების შედეგად დაშავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საავადმყოფოში გადაჰყავთ

მანშეტი პოლიტიკა საზოგადოება

ბათუმის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი როინ ზოიძე დაშავდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, რომელსაც დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს.

როგორც ზოიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მას „ქართული ოცნების“ წევრებმა დაზიანებები სახის არეში მიაყენეს.

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვენებაა გამოცხადებული.

შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს უკვე მეორედ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება.

ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცემი წევრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Nsa.ge