ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად აგილ მუსტაფაევის კანდიდატურა წარადგინა

მანშეტი პოლიტიკა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად აგილ მუსტაფაევის კანდიდატურა წარადგინა. მისი კანდიდატურა ამომრჩევლებს გაერთიანებული ოპოზიციის “ ძალა ერთობაშია „ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად მარნეულში ატა ჰოლდინგის მიმდებარე სკვერში წარუდგინა.

პარტიის ლიდერები ამომრჩევლებს შეხვდნენ, საარჩევნო პროგრამა გააცნეს და აუხსნეს თუ რატომ უნდა აირჩიოს მოსახლეობამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერად აგილ მუსტაფაევის კანდიდატურა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 19 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება.