ე.კ: ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს

მანშეტი პოლიტიკა

როგორც იცით, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას აპირებს. დიდი ხანია ამ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

ახლო წარსულში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ “ბრეხიტი” საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შანსია. ამით სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე სურვილი გამოხატა.

პრეზიდენტის ეს განცხადება საქართველოში პოლიტიკოსების, სხვდასხვა დარგის სპეციალისტებისა და მოსახლეობის მიერ განსხვავებულა იქნა შეფასებული.

ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ საქართველო ამისთვის ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მზად არ არის.

საინტერესოა ამ საკითხზე ევროკავშირი რას ფიქრობს? აკმაყოფილებს თუ არა საქართველომ ის მოთხოვნილები, რაც საჭიროა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის? ჩვენ ამ კითხვებით ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარჩელს მივმართეთ.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ელჩმა ჰარჩელმა ჩვენი თანამშრომლის კითხვებსაც უპასუხა.

მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის „ ბრეხიტი“ საქართველოს ერთი შანსია. როგორც თვითონ აღნიშნა, „ ბრეხიტი“ – ს შემდეგ ხელსაყრელი პირობები იქნება თუ არა ჯერ ჯერობით უცნობია.

კარლ ჰარჩელის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველომ ახალი რეფორმები უნდა განახორციელოს. ამით ელჩი საქართველოს არსებული პირობების გაუმჯობესებას ურჩევს.

მან ასევე აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება არსებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა საჭირო

NSA.GE