მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

მანშეტი პოლიტიკა

აზერბაიჯანელი იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ალი ბადიროვმა NSA.ge-ს განაცხადა.

ა. ბადიროვის განცხადებით, მარნეულის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის მოთხოვნილი 995 ხმის ნაცვლად 1200-მდე ხელმოწერაა წარდგენილი: უკვე საინიციატივო ჯგუფის, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ოფიციალურად დავრეგისტრირდი. ა. ბადიროვი 42 ნომრით მარნეულის მერობისთვის იბრძოლებს.

ბადიროვი არის კავკასიის უნივერსიტეტში სამართლის მეცნიერებათა საერთაშორისო მაგისტრი და სამართლის დოქტორის ხარისხის მფლობელი. ის აქტიური ადგილობრივია, აზერბაიჯანელების იურიდიული განათლების სფეროში.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს მარნეულში მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ამ დროისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის.. პარტია,”ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” – ზაურ დარგალი. ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქრთველო აკმამედ იმამ კულიევი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგილ მუსტაფაევი და საინიციატივო ჯგუფი – ალი ბადიროვი.

NSA.GE