მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ახალგაზრდებს შეხვდა

მანშეტი პოლიტიკა საზოგადოება

მმართველის პარტიის „ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“- ს მარნეულის მუნიციპლაიტეტის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი ახალგაზრდებს შეხვდა.

Nsa.Ge-ს ინფორმაციით კანდიდატმა სტუდენტებთან შეხვედრისას თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

ზ. დარგალიმ ახალგაზრდებთან დაკავშირებული არაერთ პროგრამის შესახებ ისაუბრა. მისი გამარჯვების შემთხვევაში სტუდენტების სატრანსპორტო პრობლემის, სტუდენტების გადაადგილებისთვის ბარათების საკითხების მოგვარებაზე გაამახვილა ყურადღება.

მან ასევე, თავის გამოსვლაში ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ ჩვენ ახალგაზრდების რესურსები თვითმმართველობის განვითარების პროცესში მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ინტერაქტიულ დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. ახალგაზრდების მხრიდან დასმული კითხვებით, მათი შეთავაზებებით და აქტიურობით კმაყოფილი ვარ“.

NSA.GE