სანდრა რულოვსი – პროვოკატორებისა და პოლიციელების ჩართულობა ჩემი შეშინებისთვის სჭირდებათ

მანშეტი პოლიტიკა

ისინი, უბრალოდ, აპროტესტებდნენ, რომ ჩემი საარჩევნო კამპანიის ჩაშლაში პოლიციელები მონაწილეობდნენ და ითხოვდნენ რეაგირებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით სანდრა რულოვსმა განუცხადა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის თქმით, იგი „აზრზე არ არის რას აბრალებენ დაკავებულებს“.

„მთელი დღე დავდიოდით ხალხთან შეხვედრებზე და დაგვდევდა ერთი მანქანა. შიგნით იყო ორი ადამიანი. ჩვენ დავაფიქსირეთ ისინი, გავარკვიეთ, ვინ იყვნენ, მანქანაც გადავიღე და აღმოჩნდა, რომ ესენი იყვნენ პოლიციელები. დავურეკეთ სამართალდამცველებს და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ ეს ორი ადამიანი, რომლებიც უკანონო ქმედებაში იყვნენ შემჩნეული, ხელს გვიშლიდნენ ხალხთან შეხვედრაში, პროვოკატორებს გვეძახდნენ, ამის მაგივრად დააკავეს სამი ჩვენი ადამიანი. ისინი, ვინც უბრალოდ ამას აპროტესტებდნენ. ეს ძალიან მიუღებელი ფაქტია. პროვოკატორების და პოლიციელების ჩართულობა სჭირდებათ ჩემი შეშინებისთვის, ტერორისთვის, ხელისშეშლისთვის, რადგან ჩვენ ხალხთან მიგვაქვს სიმართლე, ჩვენ ხალხს ვთავაზობთ განვითარებას, ვთავაზობთ გათავისუფლებას ამ მონობიდან. მანამდე სანამ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდება, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ზუგდიდიდან დავიწყოთ საქართველოს გათავისუფლება. ამიტომ ჩვენ არ შეგვეშინდება“, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღეს ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

İpn