ავტობანზე, საწვავმზიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მანშეტი საზოგადოება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების 6 ჯგუფი ხანძარს ორი საათის განმავლობაში ებრძოდა.

ცეცხლი ავტობანზე მოძრავ, მისაბმელიან საწვავმზიდს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეებმა და სამართალდამცავებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალზე მოძრავი სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

İpn

გორში, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

გორში, ავტობანზე საწვავის გადამზიდი მანქანა იწვის, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი

Опубликовано TV პალიტრანიუსი – TV PalitraNews Четверг, 11 апреля 2019 г.