ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სტრუქტურული დიალოგის ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მანშეტი საზოგადოება

ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სტრუქტურული დიალოგის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ხუთდღიანი (26-30 ივლისი) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე ახალგაზრდული ცენტრების წარმოამდგენლები მათ შორის მარნეულის მერიის და ახალგაზრდული ცენტრის წევრები.

პროექტის ,,დემოკრატია მეტია ვიდრე არჩევნები,, ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამბრელას,, პრეზიდენტის სლავა მეჟდოიანის შეფასებით, ღონისძიების მონაწილეები შეხვედრის მსვლელობისას გაეცნობიან ადგილობრივი დემოკრატიისა და ჩართულობის პრინციპებს არაფორმალური განათლების და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გზით. ხოლო, პროექტის შემდგომ საკუთარ მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობენ სტრუქტურული დიალოგის ჩამოყალიბებას ახალგაზრდებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია ,,ევროპის საბჭოს ევროპული ახალგაზრდული ფონდის,, მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას