მ. იმანოვი: ირაკლი ოქრუაშვილი და შალვა ნათელაშვილი 500 ათასიანი აზერბაიჯანელს ბოდიში უნდა მოიხადონ

მანშეტი საზოგადოება

„ბორჩალოს საზოგადოებრივი კავშირის ირალის“ თავმჯდომარემ, მაჰაბათ იმანოვმა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 500 000– იანი ადგილობრივი აზერბაიჯანელის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებს გმობს.

როგორც Nsa.ge აცხადებს, მ. იმანოვმა განაცხადა, რომ ორივე პოლიტიკოსი დაუყოვნებლივად ბოდიში უნდა მოიხადოს.

მისი თქმით, საქართველოს აზერბაიჯანელები წლეებია ამ მიწაზე ცხოვრობენ და ქართველებთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ერთად იბრძოდნენ.

„ყოფილი თავდაცვის მინისტრი ი. ოქრუაშვილის განცხადების საპასუხოდ, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აზერბაიჯანელები ამ მიწაზე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობენ და ყოველთვის ქართველ ხალხთან ერთად ქვეყნის სუვერენიტეტისთვისა და თავისუფლებისთვის ებრძოდნენ.

„საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და რეგიონში ორივე ხალხის ერთიანობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია. ბოლო პერიოდში ოქრუაშვილი პროვოკაციული განცხადებებით პოლიტიკურ არენაზე გასვლა უნდა. ირაკლი ოქრუაშვილი და შალვა ნათელაშვილი 500 000-იანი აზერბაიჯანელს ბოდიში უნდა მოიხადონ.
მინდა შ. ნათელაშვილს შევახსენო, რომ სამხრეთ კავკასიაში მერე მოსული უცხო ქვეყანა თუ არსებობს, ეს სომხეთის რესპუბლიკაა“.

NSA.GE