რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს

მანშეტი საზოგადოება

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა, რომლებიც დასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, ასევე ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.



წყარო: პირველი არხი