ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა 2-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძიუდოისტმა, გურამ თუშიშვილმა ორთვიანი დიკსვალიფიკაცია მიიღო და ის თბილისის გრან პრიზე ვერ იასპარეზებს. მათი თქმით, გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო.

ფედერაციაში ამბობენ, რომ თუშიშვილმა საერთაშორისო დებულება დაარღვია და მონაწილეობა მიიღო ყაზახეთში გამართულ კურაშის მსოფლიოს ჩემპიონატზე. დებულების მიხედვით ძიუდოისტებს, რომლებიც არიან საერთაშორისო რეიტინგში ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.

ფედერაციაში ამბობენ, რომ მსგავსი შეზღუდვა საქართველოშიც მოქმედებს. მათი თქმით, არ იყვნენ ინფომრირებული იმის შესახებ, რომ თუშიშვილი სხვა ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა, რადგან ის ყაზახეთში დამოუკიდებლად გაემგზავრა.

ON.GE