ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სტრუქტურული დიალოგის ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სტრუქტურული დიალოგის ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ხუთდღიანი (26-30 ივლისი) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე ახალგაზრდული ცენტრების წარმოამდგენლები მათ შორის მარნეულის მერიის და ახალგაზრდული ცენტრის წევრები. პროექტის ,,დემოკრატია მეტია ვიდრე არჩევნები,, ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამბრელას,, პრეზიდენტის სლავა მეჟდოიანის შეფასებით, ღონისძიების მონაწილეები შეხვედრის მსვლელობისას გაეცნობიან ადგილობრივი დემოკრატიისა და […]

Continue Reading

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:35 საათზე ერთი დოლარი 2.9475 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2. 9131 კურსით დაიწყო. კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარს მიაღწია. კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2,99 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა – 2,89 ლარად შეუძლიათ; „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 2,985 ლარად, მისი გაყიდვა […]

Continue Reading

გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია — გვარამია

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამდენიმე პარტნიორთან ერთად ტელევიზიის გაკეთებას გეგმავს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. გვარამიას თქმით, ეს ტელევიზია იქნება მთავარი და უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. “უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა — მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე […]

Continue Reading

პოლიტიკური დევნა და რეპრესიები — გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება რუსთავი 2-ის საქმეს უკავშირდება და ანტიოკუპაციური აქციის შემდგომი პოლიტიკური რეპრესიაა. მათი თქმით, ოქრუაშვილის დაკავების საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა მან რუსთავი 2-ზე პრეტენზია გამოხატა. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგზე ისაუბრეს. პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ ოქრუაშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია. მისი თქმით, პოლიტიკოსს […]

Continue Reading

მამუკა ბახტაძე – ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი რეალიზაცია აუცილებლად მოხდება

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველო ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულად რეალიზაციას. „სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდი იყო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი. მე თვითონაც აქტიურად ვიყავი ჩართული ამ […]

Continue Reading

მამუკა ბახტაძე ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე – არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი

არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, კადრებში ჩანს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, საკითხის გარშემო იაფფასიანი სპეკულაცია მიმდინარეობს. „სამწუხაროდ, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო. არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო […]

Continue Reading

გადასახადის გადამხდელთა კავშირი პარლამენტში „ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ინიციატივით, გამოდის, რომ პარლამენტში შეიქმნას “ხაზარაძე-ჯაფარიძის” საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია. „ინტერპრესნიუსი“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო თვეების განმავლობაში, თვალს ვადევნებთ ჩვენი წევრი კომპანიების, „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც საგრძნობი ზიანი მიაყენა […]

Continue Reading

გორი-ერგნეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი

გორი-ერგნეთის საავტომობილო მაგისტრალის ქიწნისის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა,რვა კი დაშავდა. თბილისის მიმართულებით მოძრავ მინივენს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ბეემვეს“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. მინივენის მძღოლი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, 5 მგზავრი კი, რომელთა შორის 2 წლის ბავშვიცაა, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს „ბეემვეში“ მყოფმა პირებმაც. „ბეემვეს“ ავტომობილის მძღოლი და […]

Continue Reading

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაკვეთილების შემდეგ სამი თანაკლასელი საბანაოდ წავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Continue Reading

მ. იმანოვი: ირაკლი ოქრუაშვილი და შალვა ნათელაშვილი 500 ათასიანი აზერბაიჯანელს ბოდიში უნდა მოიხადონ

„ბორჩალოს საზოგადოებრივი კავშირის ირალის“ თავმჯდომარემ, მაჰაბათ იმანოვმა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 500 000– იანი ადგილობრივი აზერბაიჯანელის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებს გმობს. როგორც Nsa.ge აცხადებს, მ. იმანოვმა განაცხადა, რომ ორივე პოლიტიკოსი დაუყოვნებლივად ბოდიში უნდა მოიხადოს. მისი თქმით, საქართველოს აზერბაიჯანელები წლეებია ამ მიწაზე ცხოვრობენ და ქართველებთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ერთად იბრძოდნენ. „ყოფილი […]

Continue Reading